დოპინგი: ჰაკერების მეოთხე შეტევა

AutoSharing Option
ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტების მეოთხე ნაწილი, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეღწევის გზით მოიპოვა.

ახალ სიაში ათი ქვეყნის 26 სპორტსმენია, მათ შორის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩოგბურთში, "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი მძლეოსანი მო ფარა. თითეული მათგანი ორ-ორჯერ ლეგალურად იღებდა აკრძალულ პრეპარატებს: ნადალი - 2009 და 2012 წლებში, ფარა - 2008 და 2010 წლებში.

სრული სია ასე გამოიყურება:
არგენტინა - ლუკას მარტინ რეი, ფაკუნდო კალიონი (ორივე - ბალახის ჰოკეი,
ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე);
ბელგია - ლოიკ ლიუპაერი (ბალახის ჰოკეი, ვერცხლი 2016 წლის ოლიმპიადაზე);
ბურუნდი - ფრანსინა ნიიონსაბა (მძლეოსნობა, ვერცხლი 2016 წლის ოლიმპიადაზე);
კანადა - კრისტინ სინკლერი, მელისა ტანკრედი, რიან უილკინსონი, სოფი შმიდტი (ყველა - ფეხბურთი, ბრინჯაო 2016 წლის ოლიმპიადაზე);
დანია - კასპერ მორტენსენი (ხელბურთი, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), ნიკლას ლარსენი (ველოსპორტი, ბრინჯაო 2016 წლის ოლიმპიადაზე);
საფრანგეთი - დიმიტრი ბასკუ (მძლეოსნობა, ბრინჯაო 2016 წლის ოლიმპიადაზე), გოტიე გრიუმე (ფარიკაობა, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე);
ბრიტანეთი - სამანტა კუეკი, ალექსანდრა დენსონი, კრისტა კალენი (ყველა - ბალახის ჰოკეი, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), კალუმ სკინერი (ველოსპორტი, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), ჰელენ გლოვერი, პიტერ რიდი (ორივე - ნიჩბოსნობა, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), ჯასტინ როუზი (გოლფი, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), მო ფარა (მძლეოსნობა, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), პიტერ რიდი (ბალახის ჰოკეი, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე);
უნგრეთი - ლასლო ჩეხი (ცურვა, ვერცხლი 2016 წლის ოლიმპიადაზე);
ესპანეთი - რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი, ვერცხლი 2016 წლის ოლიმპიადაზე);
აშშ - არიანა ვაშინგტონი (მძლეოსნობა, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე), ბრეიდი ელისონი (მშვილდოსნობა, ვერცხლი 2016 წლის ოლიმპიადაზე), კონორ იეგერი (ცურვა, ვერცხლი 2016 წლის ოლიმპიადაზე), ლორენ ერნანდესი (სპორტული ტანვარჯიში, ოქრო 2016 წლის ოლიმპიადაზე).

ყველა ამ სპორტსმენს თერაპიული გამონაკლისი ჰქონდა აკრძალული პრეპარატების გამოყენებაზე.

ამ ამბავს გამოეხმაურა რაფაელ ნადალი, რომელმაც განაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატების მიღებისას, ანტისადოპინგო წესები არასოდეს დაურღვევია.

"როცა თერაპიული მიზნებისთვის რაღაცის მიღებას მოითხოვთ და ამ ნებართვას მოგცემენ, არაფერს აკრძალულს არ აკეთებთ. არასოდეს მიმიღია რაიმე პრეპარატი ამტანობის ასამაღლებლად. და თუ რაიმე აკრძალული გამოვიყენე, ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ეს იქნებოდა კარგი ჩემი მუხლებისთვის.

ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ დოპინგ-ტესტის ჩატარებიდან ორი კვირის თავზე, მისი შედეგები გამოქვეყნდება. ამით, ყველანაირი პრობლემა გაქრებოდა", - ამბობს ნადალი "მარკასთან" კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული