ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: შეხედეთ ამ ხალხს - ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს?!

AutoSharing Option
სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

"რა უნდა ვთქვა?! ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის მიზანი, რომელიც რიოში გამგზავრების წინ დავისახე, ბოლომდე შევასრულე და სამშობლოში ოქროს მედლით დავბრუნდი.

შეხედეთ ამ ხალხს, რამხელა სიყვარული მოდის მათგან - ამაზე დიდი ბედნიერება განა რა შეიძლება იყოს?!

ჩემი ქვეყანა და ჩემი გულშემატკივარი გავახარე ასე, რომ მიზანი შესრულებულია!", - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /

კიდევ ითხოვს გულშემატკივარი-ოლიმპიურ ოქროს ?!
glaxuna
10:40 25-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული