"ბილდის" კარგი იდეა: რუსების მედლები ცალკე დავითვალოთ

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" გადაწყვიტა, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გაშუქებისას, არ შეიყვანს რუსეთს მედლების საერთო ცხრილში და არც რუსი სპორტსმენების წარმატებებზე მოუყვება მკითხველებს. ეს ინფორმაცია გაზეთის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

"თუ რუსეთს მაინც დაუშვებენ ოლიმპიადაზე, მაშინ Bild არ შეიყვანს ამ ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს მედლების საერთო ჩათვლაში. ჩვენ გავაუქმებთ რუსების შედეგებს და არ მოგიყვებით მათ შესახებ", - წერია განცხადებაში.

"დასავლელი სპორტსმენებიც ხანდახან იყენებენ დოპინგს, მაგრამ, როცა სახელმწიფო სპეცსამსახურებთან ერთად ქმნის საერთო ეროვნულ დოპინგ-სისტემას, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტომას
ბახს არ სურს, რომ დოპინგთან ბრძოლა სასაცილოდ აქციოს, მაშინ სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთის ნაკრები ოლიმპიადიდან სრულად მოკვეთოს", - ამატებს გერმანული გამოცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული