ზლატან იბრაჰიმოვიჩი: რომელი კლუბი იქნება შემდეგი? ეს სიურპრიზი იქნება

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

- ჯერ კიდევ დამრჩა ერთი წელი პსჟ-ში, აქ მომწონს. გუნდი უკეთესი ხდება. საერთოდ, კარგი გუნდი გვყავს, უკეთესად შეგვიძლია თამაში. ამიტომ ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.

- გამოდის, რომ კონტრაქტის ბოლომდე პსჟ-ში დარჩებით და მხოლოდ მაშინ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი კლუბი იქნება შემდეგი?
- რომელი კლუბი იქნება შემდეგი... ეს სიურპრიზი იქნება (იცინის).

- რამდენად დიდი სიურპრიზი? იყო საუბრები აშშ-სა და დევიდ ბექჰემზე...
- ძალიან დიდი სიურპრიზი...

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული