თბილისი 2015: ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მესამე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში პოლონელი ანა დაბროვსკა ლამაზი გდებით იპონზე დააგდო.

ეს 30 ივლისს, ქართველი ძიუდოისტი გოგონების მიერ მოპოვებული მეორე ოქროა - მანამდე ჩემპიონობა მზია ბებოშვილმა იზეიმა. მთლიანობაში კი, საქართველოს ანგარიშზე ფესტივალზე მოპოვებული 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.

ფინალურ შეხვედრამდე ლიპარტელიანმა ჩეხი ვერა ზემანოვა, მაკედონიელი ამრა ფაიზულა, რუსი დანნა ნეგუჩევა და ფინელი ემილია კანერვა დაამარცხა.

"მიხარია, რომ მედალი სწორედ თბილისში მოვიგე. ძალიან
დიდი მადლობა მაყურებელს, რომ არა ისინი, ამ შედეგს ვერ მივაღწევდი", - განაცხადა ლიპარტელიანმა

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიხარეთ!დიდი,დიდი მადლობა!
gela
11:48 31-07-2015
0
იბრძოლა, იბრძოლა კარგად, ქართულად.... შენ გაიხარე.........
;;;;;;;;;;;;;
10:55 31-07-2015
0

სიახლეები პოპულარული