სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ბაქო 2015: საქართველომ მედლების რაოდენობა ათამდე აიყვანა

AutoSharing Option
22 ივნისს ბაქოს I ევროპულ თამაშებზე ქართველებმა სამი მედალი მოიპოვეს, სამივე ბრინჯაო და სამივე სამბისტების ანგარიშზეა.

57 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოიგო ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელმაც რუმინელი ორლანდო გრუია დაამარცხა.

74 კგ. წონით კატეგორიაში კახა მამულაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუგო ბულგარელ მარტინ ივანოვს.

90 კგ. წონით კატეგორიაშვილი დავით კარბელაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი კანან გასიმოვი დაამარცხა.

ამგვარად, ქართულ დელეგაციას ბაქოს ევროპულ თამაშებზე უკვე ათი მედალი აქვს - 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.