სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები უზრუნველყოფენ

AutoSharing Option
რუსეთის უშიშროების ფედერალური საბჭოს განცხადებით, 2013 წლისთვის რუსეთი ახალი რობოტული სადაზვერვო კომპლექტის, "პლასტუნის" გამოყენებას დაიწყებს.

45 კილოგრამამდე წონის, 65 სანტიმეტრის სიმაღლის რობოტი რადარის ფუნქციას ასრულებს, შეუძლია პულტის მეშვეობით გადაადგილება, ას კილოგრამამდე ფიზიკური დატვირთვის ატანა და წამში 0,7 მეტრი სიჩქარის განვითარება.

"პლასტუნების" შემოტანა რუსეთს 40-იდან 80 მილიონ რუბლამდე დაუჯდება. როგორც ფედერალური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რობოტების გამოყენებას რუსეთი სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული