ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: ქართველების წარუმატეებლი სტარტი

AutoSharing Option
24 ივლისს უნგრულ დიორში ევროპის ახალგაზრდული მე-14 ოლიმპიური ფესტივალი დაიწყო, რომელში 50 ქვეყნის წარმომადგენლები ცდიან ძალებს.

ქართველთაგან სტარტზე ორი სპორტსმენი გავიდა.

უროს ტყორცნაში სალომე ჩახვაშვილმა სამიდან ორი ცდა გამოიყენა და 50.42 მეტრით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ასევე მეშვიდე იყო ჭოკით მხტომელი მიხეილ ცანავა, რომელიც 4 მეტრზე გადებულ თამასას გადაევლო, მაგრამ ჩახვაშვილის მსაგავსად, ფინალში გასასვლელად ეს შედეგი არ ეყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული