პუტინმა აღიარა: რუსეთში დოპინგი ადგილობრივების ბრალია

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში მოქმედმა ანტისადოპინგო სისტემამ არ იმუშავა და მოუწოდა შესაბამის ორგანიზაციებს - გაითვალისწინონ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის შედეგები.

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მოთხოვნები, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან მართლაც არის დოპინგის მიღების შემთხვევები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქამდე რუსეთში არსებულმა დოპინგის კონტროლის სისტემამ არ იმუშავა. და ეს ჩვენი ბრალია", - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ "რუსეთში არასოდეს ყოფილა და იმედია, არასოდეს იქნება დოპინგის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა. პირიქით,
იქნება მხოლოდ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა".

* * *
ამასობაში, ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომარემ ტრევის ტაიგარტმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ბოლო ორი ოლიმპიადა გაფუჭდა, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ რუსეთში დოპინგის მხარდამჭერ სისტემასთან.

"ათასზე მეტი რუსი ათლეტი სპორტის 30 სახეობიდან მონაწილეობდა სადოპინგო პროგრამაში, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირების მიერ იყო ორგანიზებული. ეს უკვე დამტკიცებულია. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი ოლიმპიადა მათ გააფუჭეს - რიოს თამაშებზე გამოდიოდა ათობით რუსი სპორტსმენი, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ სანდო ანტისადოპინგო პროგრამებში", - განაცხადა ტაიგარტმა.

აგრეთვე ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს შეფმა განაცხადა, რომ აუცილებელია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს რეფორმირება. მისი აზრით,

"ეს აუცილებელია, რათა ეს ორგანიზაცია გახდეს მართლაც დამოუკიდებელი მსოფლიო რეგულარტორი, და არა უბრალოდ, მომსახურე ორგანიზაცია, რასაც ბევრი იმედოვნებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული