ანონსი: ირაკლი მეძმარიაშვილი 1-ელ თებერვალს პრესკონფერენციას გამართავს

AutoSharing Option
1-ელ თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი, გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი და იურისტი როინ მიგრიაული პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში არსებულ დავაზე.

მხარეები საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ.

მისამართი: კოსტავას 75, სპორტის სასახლე, პირველი სართული, საკონფერენციო ოთახი. საკონტაქტო პირი: 595 881 888 მარიამი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული