2016 წელს "ტოიტა ცენტრი თეგეტას" მრავალფეროვან მომსახურებებს TOYOTA PLUS დაემატა

AutoSharing Option
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" - "ტოიოტას" ახალი ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ავტო-ტექმომსახურებას."ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" რიგით მე-5 შვილობილი კომპანია და აერთიანებს "თეგეტა მოტორსის" ხარისხსა და "ტოიოტას" საიმედოობას.

2016 წელს "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მრავალფეროვან მომსახურებებს TOYOTA PLUS დაემატა.

პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და მომხმარებლის ინტერესიც ამ ახალი წამოწყების მიმართ უფრო და უფრო იზრდება.TOYOTA PLUS მოიცავს სერტიფიცირებულ ავტომობილებს გარბენით, რასაც თან ერთვის "ტოიოტას" დილერის ოფიციალური გარანტია და ექსკლუზიური თრეიდ-ინსერვისი.
TOYOTA PLUS
მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაანაცვლონ საკუთარი მეორადი ავტომობილი "ტოიოტას" უახლესი მოდელით. ამისთვის "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" მომხმარებლებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს ავტომობილის შესაფასებლად.

ავტომობილის შეფასება ხდება სპეციალურად დატრენინგებული ექსპერტის მიერ, რომელიც ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისა და სრული შემოწმების საფუძველზე ავტომობილის რეალურ ღირებულებას აფიქსირებს. აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ შეფასებული ავტომობილების ღირებულება მაქსიმალურადაა მიახლოებული ავტომობილების საბაზრო ღირებულებასთან, რაც ამ მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის კლიენტისთვის.

TOYOTA PLUS-ის მომსახურება ასევე მორგებულია მათზე, ვინც აპირებს შეიძინოს ავტომობილი გარბენით და სურს დარწმუნებული იყოს მის ტექნიკურ გამართულობაში. განსხვავებით სტანდარტული გარბენიანი ავტომობილების შეძენის პროცესისა, მოიცავს ავტომობილის სრულ შემოწმებას გამოცდილი ექსპერტის მიერ, დამატებით 2 წლის გარანტიას და ევაკუატორის მომსახურებას, რაც გარბენის მქონე ავტომობილის შეძენას უფრო საიმედოს და ეფექტურს ხდის.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერი გიორგი კობახიძე პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ TOYOTA PLUS საქართველოს საავტომობილო ბაზრისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის და უკვე წარმატებულადაც მიმდინარეობს. მეორადი ავტომობილების შეძენა ბევრად უფრო უსაფრთხო ხდება, რადგან ცენტრის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული მეორადი ავტომობილები სრულ შემოწმებას გადის, რასაც "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მიერ დამატებული 2-წლიანი გარანტიაც ადასტურებს.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" მუდმივად ცდილობს, ფეხი აუწყოს მსოფლიო ტენდენციებს, ქართველ მომხმარებელს მუდმივად სიახლეები შესთავაზოს და იზრუნოს არამხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილებაზე, არამედ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ გარემოზე. ამისი კიდევ ერთი დასტურია 2016 წელს "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მიერ შემოთავაზებული TOYOTA RAV4 HYBRID-იც, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო უკვე მზადაა, ჩაერთოს მსოფლიო ეკოლოგიურ ტენდენციებში და ხელი შეუწყოს ელექტროავტომობილების პოპულარიზაციას.

R
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული