ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "2015 წლის საუკეთესო სპორტსმენების" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (57კგ) მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, საუკეთესოები დაჯილდოვდნენ კიდევ 9 ნომინაციაში.

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ჭიდაობა);
2) საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძალოსნობის ფედერაცია;
3) საუკეთესო გუნდი - ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრები;
4) საუკეთესო მენეჯერი - დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი);
5) საუკეთესო მწვრთნელი
- ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა);
6) საუკეთესო სპორტსმენი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა);
7) საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა);
8) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო);
9) საუკეთესო მსაჯი - თემურ ყაზარაშვილი (ჭიდაობა);
10) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი - ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო).

ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი.

1) წლის აღმოჩენა - ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები;
2) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ კახაბრიშვილი (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი);
3) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
4) წლის კაპიტანი - მამუკა გორგოძე (რაგბი);
5) წლის ბიზნესკომპანია - ვითიბი ბანკი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზვიად პატარიძე არ არის ძიუდოისტი...ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეა.
franio
22:25 06-01-2016
0
რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწო ჭიდაობაში, ვერ გადაწონის წლევანდელ რაგბისა და კალათბურთის თემებს

ჭიდაობაა, რომელიც მსოფლიოში 50 საუკეთესო სპორტშიც არ შედის და კაცი შვილს არ აინტერესებს

ზაზამ და გორგოძემ რაც აკეთეს წელს ასე დაუფასებელი არ უნდა დაეტოვებინა სამინისტროს
0

სიახლეები პოპულარული