ტურ დე ფრანსი: ისევ წაქცევა და დაზარალებული ლიდერი

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის მეექვსე ეტაპზე მეოთხე კატეგორიის სირთულის ოთხი მთა იყო დასაძლევი, მაგრამ მაინც სპრინტერულ ფინიშს ვარაუდობდნენ.

პირველივე კილომეტრებზე ვიხილეთ გაქცევა. დაწინაურებულებს შორის იყო ერითრიელი დანიელ ტეკლეჰაიმანოტი, რომელმაც ტურ დე ფრანსის ახალი ისტორია შექმნა. ის გახდა პირველი აფრიკელი, ვინც "მთის მეფის" მაისურა მოირგო. მან შესაბამის კატეგორიაში სამი ჩასათვლელი ქულა მიიღო და ეს საპატიო სტატუსი ესპანელ ხოაკიმ როდრიგესს ჩამოართვა.

პელოტონი გაქცეულებს ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე დაეწია, ხოლო, როცა გასავლელი რჩებოდა ბოლო კილომეტრი, ტონი მარტინის გამო მორიგი წაქცევა ვიხილეთ. მას ცვლილებები არ
შეუტანია გენერალურ კლასიფიკაციაში, სამაგიეროდ, ეტაპის მოგების საშუალება მისცა ჩეხ ზდენეკ შტიბარს, რომელმაც ყველაზე კარგად იმოქმედა არასტანდარტულ სიტუაციაში და ისევ მეორე ადგილზე დატოვა პეტერ საგანი (მესამედ ამ ტურზე).

ტონი მარტინმა შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ გერმანელი ვერ შეძლებს დღევანდელ ეტაპზე გასვლას. გერმანელმა წაქცევისას მხარი დაიზიანა და გაჭირვებით მიაღწია ფინიშამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული