ახალი იდეა: ნაკრებების "ტურ დე ფრანსი"?

AutoSharing Option
ეს ცვლილება ითვალისწინებს რბოლაში ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა "ეკიპი" ავრცელებს.

ფედერაციის პრეზიდენტის, დავიდ ლაპარტიენის აზრით, ეს არის რევოლუციური პროექტი, რომელმაც შეიძლება ველოსპორტის სახე შეცვალოს. პროექტის თანახმად, ტურ დე ფრანსზე გამოვა 25 ნაკრები, რომელიც ყველა კონტინენტს წარმოადგენს. თითო გუნდში რვა მრბოლელი იქნება.

"ლენს არმსტრონგის მხილების შემდეგ ეს პროექტი კიდევ უფრო დასაბუთებული და აქტუალური გახდა, - განაცხადა ლაპარტიენმა. - ველოსპორტს უნდა დავუბრუნოთ მისი არსი - დაძაბული რბოლები, რომელთა სცენარი წინასწარ არავინ იცის".

ტურ დე ფრანსის ისტორიაში უკვე იყო პერიოდი,
როცა რბოლაში ნაკრებები მონაწილეობდნენ - 1930 წლიდან მოყოლებული 60-იანი წლების ბოლომდე, რამაც ძალიან აამაღლა ამ ველომარათონის პოპულარობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ველოსპორტში ახალი დოპინგ-სკანდალი იწყება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული