ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტად ომარ ფხაკაძე აირჩიეს

AutoSharing Option
11 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გამართულ საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად ვეტერანი ველომრბოლელის, მსოფლიო ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, ომარ ფხაკაძის ვაჟი - ომარ ფხაკაძე აირჩიეს.

ფედერაციის პრეზიდენტობისათვის კენჭს 3 კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ნადირაძე, ომარ ფხაკაძე და ნუკრი ვაშაკიძე იყრიდნენ.

ბესიკ ნადირაძემ საანგარიშო მოხსენების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა, ღია კენჭისყრაზე კი ყრილობის დელეგატებმა ომარ ფხაკაძეს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 63 დელეგატი იყო მოწვეული.

ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა
ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ახალ კანდიდატურებთან ერთად, ბესიკ ნადირაძეც დაამტკიცა. პოსტი შეინარჩუნა მოქმედმა გენერალურმა მდივანმა რუსლან ჯაოშვილმა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული