ლენსის ბოლო ტურ დე ფრანსი

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი ველომრბოლი ლენს არმსტრონგი აღარ მიიღებს მონაწილეობას ტურ დე ფრანსში.
როგორც თავად სპორტსმენი აცხადებს, მისთვის წლევანდელი ტური ბოლო იქნება კარიერაში, თუმცა ლენსი გაისად ნაკლებად პრესტიჟულ რბოლებში აპირებს გამოსვლას.

38 წლის არმსტრონგი ტურ დე ფრანსის შვიდგზის გამარჯვებულია - ის აქ 1999-2005 წლებში არავის უთმობდა პირველობას. 2009 წელს ლენსმა განაახლა კარიერა და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
გია თვალაბეიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული