ნინო სა­ლუქ­ვა­ძე პი­რა­დი რე­კორ­დით გამოირჩა

AutoSharing Option
ამ უქ­მე­ებ­ზე ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ტირ­ში დამ­თავ­რ­და თბი­ლი­სის თა­სის ღია გა­თა­მა­შე­ბა ტყვი­ის სრო­ლა­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პნევ­მა­ტუ­რი იარა­ღი­დან სრო­ლა­ში ჩა­ტარ­და.

შე­ჯიბ­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი კი გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად უცხო­ე­ლე­ბი­დან არა­ვინ ჩა­მო­სუ­ლა და მხო­ლოდ მას­პინ­ძელ­თა იმე­დად დარ­ჩა.

სა­ლუქ­ვა­ძე ამ შე­ჯიბ­რე­ბას ძი­რი­თა­დად ახა­ლი თა­ო­ბის გა­მო­საც­დე­ლად ატა­რებს, რად­გან მათ ნაკ­ლე­ბად უწევთ ას­პა­რე­ზო­ბა და სა­ტურ­ნი­რო პრაქ­ტი­კა აკ­ლი­ათ, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად ცო­ტა შე­უ­ფე­რე­ბე­ლი დროა შერ­ჩე­უ­ლი.

საქ­მე ისაა, რომ ნო­ემ­ბერ­ში ამა­ვე ტირ­ში (სხვა­გან შე­ჯიბ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი) შო­თა ქვე­ლი­აშ­ვი­ლის მე­მო­რი­ა­ლი ჩატარდა, რო­მელ­შიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, წლე­ულს კი
მათ უკ­რა­ი­ნი­დან მა­ლა­ი­ზი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი ერ­თი სპორ­ტ­ს­მე­ნიც და­ე­მა­ტა.

დრო­ის ასეთ მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში თუნ­დაც იგი­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი თბი­ლის­ში ორ­ჯერ არ ჩა­მო­დი­ან. ამი­ტომ იქ­ნებ ფე­დე­რა­ცი­ამ ეს ღია თა­სი სხვა დროს გა­და­ი­ტა­ნოს, რო­ცა უცხო­ე­ლე­ბიც (თუნ­დაც ეს უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი) ჩა­მოვ­ლენ, დე­კემ­ბერ­ში კი ად­გი­ლობ­რი­ვი რან­გის შე­ჯიბ­რე­ბა ჩა­ა­ტა­როს.

ფე­დე­რა­ცია ამით ორ კურ­დღელს და­ი­ჭერს - რე­ა­ლუ­რად მი­ი­ღებს ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს, ხო­ლო ად­გი­ლობ­რივ მსრო­ლე­ლებს მი­ნი­მუმ ერ­თი სტარ­ტით მე­ტი მი­ე­ცე­მათ სახ­ლ­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბის მომ­რავ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფე­დე­რა­ცი­ის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და იყოს, ხო­ლო ახ­ლან­დე­ლი რე­ა­ლო­ბით, თბი­ლი­სის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ღია თა­სი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ფორ­მა­ლუ­რა­დაა სა­ერ­თა­შო­რი­სო, თო­რემ არ­სე­ბი­თად, ად­გი­ლობ­რივ­თა შე­ჯიბ­რე­ბაა.

ახ­ლან­დელ ტურ­ნირ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მხო­ლოდ ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის ორი კლუ­ბის მსრო­ლე­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ - ორი­ვე ასაკ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 25 სპორ­ტ­ს­მე­ნი.

შე­ჯიბ­რე­ბა ახა­ლი წე­სე­ბით ჩა­ტარ­და, რაც დრო­ის შემ­ცი­რე­ბულ რეგ­ლა­მენტს გუ­ლის­ხ­მობს.

ქალ­თა შო­რის კვლა­ვაც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­ლუქ­ვა­ძე იყო, რო­მელ­მაც პი­რა­დი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი 393 ქუ­ლით მო­ი­გო. ამას ფი­ნალ­ში 97.6 ქუ­ლა და­უ­მა­ტა და ჯამ­ში 490.6 ქუ­ლით მე­ტო­ქე­თათ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი გახ­და.

მე­ო­რე ად­გილ­ზე თა­მი­ლა ასა­თი­ა­ნი გა­ვი­და - 373+93.7 და ჯამ­ში 466.7. ბრინ­ჯა­ოს მე­დალს მე­გი ქა­და­გი­ძე და­ე­უფ­ლა - 367+92.9 და სა­ბო­ლო­ოდ 459.6 ქუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასა­თი­ა­ნიც და ქა­და­გი­ძეც სა­ლუქ­ვა­ძის კლუბ­ში ვარ­ჯი­შო­ბენ.

ვაჟ­თა შო­რი­საც სა­მი­ვე მე­და­ლო­სა­ნი ამ კლუ­ბის წევ­რია. ჩემ­პი­ო­ნი ლე­ვან ქა­და­გი­ძე გახ­და, რო­მელ­მაც საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო 565 ქუ­ლით მო­ი­გო, რა­საც ფი­ნალ­ში 97.5 და­უ­მა­ტა და ჯამ­ში 662.5 და­უგ­როვ­და. მე­ო­რე­ზე ამ კლუ­ბის მწვრთნე­ლი ზუ­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­ვი­და - 561+99.2 და ჯამ­ში 660.2 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ჯუმ­ბერ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა - 552+95.7 და სა­ბო­ლო­ოდ 647.7 ქუ­ლა.

სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა ახალ­გაზ­რ­დე­ბის პა­ექ­რო­ბაც, სა­დაც გო­გო­ებ­ში კი­დევ ერ­თხელ მი­იქ­ცია ყუ­რადღე­ბა 13 წლის ქუ­თა­ი­სელ­მა ლი­ზი კი­ლა­ძემ - 362 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. 357-ით ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა სა­ლუქ­ვა­ძის ტი­რის აღ­ზ­რ­დილ­მა, 15 წლის ქე­თი შე­და­ნი­ამ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და შე­ჯიბ­რე­ბა­ზე. ბრინ­ჯა­ოს მე­დალს 347-ქუ­ლი­ა­ნი მა­რი მაღ­რა­ძე (სა­ლუქ­ვა­ძის ტი­რი) და­ე­უფ­ლა.

ბი­ჭებ­ში სა­ლუქ­ვა­ძის კლუ­ბის აღ­ზ­რ­დილ­მა ომარ სა­ნო­ძემ გა­ი­მარ­ჯ­ვა 560 ქუ­ლით, რო­მე­ლიც წლე­ულს უკ­ვე ამ­თავ­რებს გა­მოს­ვ­ლას ახალ­გაზ­რ­დებ­ში და უფ­რო­სებ­ში გა­და­დის.

ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი ქუ­თა­ი­სელ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა 550-ით, ბრინ­ჯაო - ასე­ვე თბი­ლი­სელ­მა ვლა­დი­მერ მა­ი­ო­როვ­მა 547-ით, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ასკ-ის, ანუ ახ­ლან­დელ სპორ­ტ­კ­ლუბ "არე­ნას" აღ­ზ­რ­დი­ლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული