ლევან მაყაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი გალახა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში ლევან მაყაშვილმა რუსი სპორტსმენი რასულ მირზაევი დაამარცხა.

აღსანიშნვაია, რომ დაღესტნელ მირზაევს აქამდე კარიერაში მარცხი არ ჰქონია. მირზაევის ანგარიშზე 17 გამარჯვება იყო.

შეხვედრა ტურნირ Fights Nights Global 54-ის ფარგლებში როსტოვში გაიმართა. მაყაშვილმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო: ლევან მაყაშვილი - რასულ მირზაევი (საუკეთესო მომენტები)
Sportall.Ge

რაც შეეხება მაყაშვილს, ეს მისი მე-10 მოგება გახდა კარიერაში. სულ მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წაგება და 1 ფრე აქვს.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მირზაევი საკმაოდ განაწყენებული იყო მარცხით და საჯაროდ
მოითხოვა მაყაშვილისგან სარევანშო ბრძოლა, რაზეც ქართველისგან თანხმობა მიიღო.
იხილეთ ვიდეო: ლევან მაყაშვილი-რასულ მირზაევი (მთლიანი ბრძოლა)
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ რასულ მირზაევმა 2011 წელს სტუდენტთან იჩხუბა, რომელიც დარტყმისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად მირზაევმა კი დაახლოებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კიდევ ბევრს მოხვდება ქართული ბებერი მუშტი!
ზსს
16:44 17-11-2016
0
რა მაგარი მებრძოლიყოლია ქართველებს, ყოჩაღ ლევან, წარმატებები.
tamasi
15:24 17-11-2016
0

სიახლეები პოპულარული