სნუკერი: რონი ო'სალივანის 775-ე "სენჩური"

AutoSharing Option
ლეგენდარულმა სნუკერისტმა რონი ო'სალივანმა ამ კვირას მიმდინარე "მასტერსის" მერვედფინალში, რიკი უოლდენთან მატჩში ორი "სენჩური" შეასრულა და ასიანი ბრეიკების რაოდენობით გაუთანაბრდა სტივენ ჰენდრის.

რონიმ 5:4-ზე შეასრულა "სენჩური" და მოიგო შეხვედრა 6:4. ეს ასიანი ბრეიკი 775-ე იყო ო'სალივანის კარიერაში.

მეოთხედფინალში რონი მარკო ფუს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"