რეკორდი: 103 წლის გოლფისტმა ბურთი ორმოში ერთი დარტყმით ჩააგდო

AutoSharing Option
ამერიკელმა მოყვარულმა გოლფისტმა გუს ანდრეონემ 103 წლის ასაკში რეკორდი დაამყარა - ქალაქ სარასოტაში ჩატარებულ ტურნირში მან ერთი დარტყმით ჩააგდო ბურთი ორმოში.

ანდრეონემ ე. წ. hole-in-one მე-14 ორმოს გავლისას შეასრულა. წინა რეკორდი 102 წლის ელსი მაკლინს ეკუთვნოდა, რომელმაც მსგავს შედეგს 2007 წელს მიაღწია.

ვეტერანი გოლფისტისთვის ეს არის პირველი ცდიდან ბურთის ჩაგდების მერვე შემთხვევა. პირველად მან ეს 75 წლის წინ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული