თეონა ჯანჯღავა და ანა ოდიშვილი ბატუტზე სინქრონულ ხტომებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
რვა დღე გრძელდებოდა სოფიაში ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც, უფროსებთან ერთად, ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

17 ნოემბერს ბოლო აკორდი ჩვენი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა: 15-16-წლიანთა სინქრონულ ხტომებში თეონა ჯანჯღავა და ანა ოდიშვილი ჩემპიონები გახდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ 41.800 ქულით მე-4 ადგილი დაიკავეს და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს, იქ კი სხვებზე უკეთ იასპარეზეს და 44.500 ქულით პირველობა არავის დაუთმეს.

გამარჯვებულებს 1.400-1.400 ქულით ჩამორჩნენ მონა ვაილერი, ფილის ლენსკერი (ორივე - გერმანია) და ვალერია კირილენკო, მარია შილოვა (ორივე - რუსეთი), რომლებსაც ვერცხლის მედლები ერგოთ.

ამ ასაკში
კიდევ ერთ მედლამდე ცოტა დააკლდა ანა ოდიშვილს ინდივიდუალურ ხტომებში: კვალიფიკაციაში მან მეორე შედეგი აჩვენა, ფინალში კი 49.165 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა - ბრინჯაომდე 0.8 ქულა არ ეყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული