მაგიდის ჩოგბურთში ჩინეთის ნაკრებმა გაიმეორა პეკინის ოლიმპიადის შედეგი

AutoSharing Option
მაგიდის ჩოგბურთში ჩინეთის ნაკრებმა გაიმეორა პეკინის ოლიმპიადის შედეგი - ოთხი შესაძლებლიდან ოთხი ოქროთი დაასრულა ტურნირი.

მედლების ბოლო კომპლექტი მამაკაცებს შორის გუნდურ ასპარეზობაში გათამაშდა. ჩინელების მეტოქე სამხრეთ კორეა იყო, რომლის მთავარი იმედი გახლდათ სეუნ-მინ რიუ.

ამ ჩოგბურთელმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე, სენსაცია მოახდინა, როცა კაცებს შორის ერთეულთა თანრიგში მოიგო ოქრო.

მაგრამ სწორედ რიუმ წააგო გუშინდელი ფინალის პირველი შეხვედრა, თანაც, ჩინელთა დებიუტანტთან, 23 წლის მა ლონთან.

შემდეგ კი ლიდერების ჯერი დადგა. ჯერ ლონდონის ოლიმპიადაზე ერთეულების ჩემპიონმა იკე ჟანგმა მოიგო თავისი შეხვედრა, წერტილი
კი იმავე ჟანგისა და გამოცდილი ჰაო ვანის დუეტმა დასვა. ეს უკანასკნელი წყვილებში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ერთეულებში კი მას ზედიზედ სამი ოლიმპიადის ფინალი აქვს წაგებული, მათ შორის, ლონდონშიც.

ასე რომ, ჩინეთმა იოლად გადაიტანა თაობათა ცვლის პროცესი. ჟანგი და ლონი თავიანთ პირველ ოლიმპიადას თამაშობდნენ, თუმცა ეს არ დასტყობია მამაკაცთა ნაკრების გამოსვლას.

აზიელთა დომინირების ფონზე უნდა აღინიშნოს გერმანიის ნაკრების ბრინჯაო - მან მე-3 ადგილისთვის მატჩში 3:1 მოუგო ჰონგ კონგს. სხვათა შორის, გერმანია ერთადერთი იყო გუნდურ ჩემპიონატში, რომელმაც ერთი სეტი აართვა ჩინეთის ნაკრებს - ნახევარფინალში ტიმო ბოლმა იკე ჟანგის დამარცხება შეძლო.

კაცები
გუნდური
მე-3 ადგილისთვის
გერმანია-ჰონგ კონგი 3:1
1:0 ტიმო ბოლი-ჩუ-იან ლეუნი 11:6, 11:3, 11:7
2:0 დმიტრი ოვჩაროვი-პენ ტანი 13:11, 11:13: 11:9, 11:9
2:1 ბასტიან შტეგერი/დმიტრი ოვჩაროვი-ჩუ-იან ლეუნი/ტიანი ჟიანი 10:12, 8:11, 4:11
3:1 ტიმო ბოლი-ტიანი ჟიანი 9:11, 11:5, 11:9, 11:9

ფინალი
ჩინეთი-ს. კორეა 3:0
1:0 მა ლონი-სეუნმინ რიუ 11:6, 11:6, 6:11, 11:4
2:0 იკე ჟანგი-საეჰუიკ ჟოო 11:9, 5:11, 11:6, 11:8
3:0 ჰაო ვანი/იკე ჟანგი-სანეონ ო/სეუნმინ რიუ 11:4, 11:8, 11:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ბიჭებო...
0

სიახლეები პოპულარული