ლუბა გოლოვინამ ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
4 აგვისტოს ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა.

ლუბამ ფინალურ ეტაპზე 52.925 ქულა აიღო და საბოლოოდ მე-7 გახდა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოლოვინამ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ფინალში გავიდა.

ჩვენებურმა 15 მონაწილეს შორის პირველ დისციპლინაში 47, 805 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

ხოლო მეორე დისციპლინაში გოლოვინამ 53, 935 ქულა აიღო და კვლავ მე-6 პოზიცია დაიკავა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული