დავით ქირია Glory World Series-ის Final 8-ში იბრძოლებს

AutoSharing Option
ვიდეო
ქართველი კიკბოქსერი დავით ქირია Glory World Series-ის Final 8-ში იბრძოლებს და შეეცდება, საშუალო წონაში საუკეთესო კიკბოქსერის წოდება მოიპოვოს.

Glory World Series-ის Final 8 2012 წლის 3 ნოემბერს იტალიის დედაქალაქ რომში, ისტორიულ ადგილას, პალალოტომატიკაში გაიმართება, სადაც ლეგენდარულმა მოკრივემ მუჰამედ ალიმ ოლიმპიური ოქრო მოიგო.

მსოფლიოს რჩეული მებრძოლები საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ვინაობას სწორედ ამ დღეს გაარკვევენ.

გამარჯვებულს კი, უძლიერესის წოდების გარდა, საპრიზო თანხა 300 ათასი დოლარი გადაეცემა.

8 რჩეულ კიკბოქსერთა შორის იქნებიან ჯორჯიო პეტროსიანი, ალბერტ კრაუსი, რობინ ვან რუსმალენი, შემსი ბექირი, კუ ჰოლენბეკი,
ტიმ თომასი, სანი დაჰლბეკი და ქართველი მებრძოლი დავით ქირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული