"შავი ზღვის თასს" დედოფლისწყარო დაეუფლა

AutoSharing Option
კიკბოქსინგში "შავი ზღვის თასის" ტრადიციულ გათამაშებაში, რომელიც ბათუმში ამ დღეებში გაიმართა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანისა და სომხეთის 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გუნდმა "ჩემპიონმა", თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით, ტურნირში წარმატებით იასპარეზა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და მთავარ პრიზს - "შავი ზღვის თასს" დამსახურებულად დაეუფლა. პირად ჩათვლაში კი 7 ოქროს, 6 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

გამარჯვებულთა შორის არიან თორნიკე ლეკაშვილი, ზურაბ ჯეთერიშვილი, ვალერი ვაჭარიძე, ვანო ნათელაძე, დავით ქადაგიძე და ხვიჩა ქოქუაშვილი.

მეორეპრიზიორები გახდნენ ვალერი კვიწინაშვილი, არტურ
ტოროსიანი, თამუნა ჩიბუხაშვილი, გოჩა ხილაძე, ალიკა ბექაური, დავით ჯინაშვილი. მესამე ადგილზე გავიდნენ გიორგი გომერშმიდი და გიორგი ხუციშვილი.

ლელა ხეჩოშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული