გოლფი: მოკლე კაბა და დეკოლტე აღარ შეიძლება

AutoSharing Option
გოლფის ქალთა პროფესიულმა ასოციაციამ აუკრძალა სპორტსმენებს ღრმა დეკოლტეთი და მოკლე კაბით ან ქვედაბოლოთი მოედანზე გამოჩენა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი სიახლით გააუმჯობესებენ სპორტის ამ სახეობის იმიჯს.

ამ გადაწყვეტილებას უკვე კრიტიკით შეხვდნენ პრესის წარმომადგენლები და თავად მოთამაშეები.

ასე მაგალითად, ჟურნალი Teen Vogue მიიჩნევს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ქალებში სირცხვილის გრძნობა გამოიწვიოს, დრეს-კოდის ავტორი კი, სავარაუდოდ, საეკლესიო სკოლის მასწავლებელია.

ასევე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას გოლფისტი მეტ ბლეკი, რომელიც დარწმუნებული არ არის, რომ სიახლე დაეხმარება გოლფს განვითარებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული