სნუკერი: დიდი სენსაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღის შემდეგ, პირველი რაუნდის მთავარი სენსაცია მოხდა.

ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი ჯად ტრამპი. მან წააგო ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვან მოთამაშესთან, მსოფლიოს 54-ე ნომერთან, 46 წლის რორი მაკლეოდთან. მატჩის ანგარიშია - 10:8, არადა, სენსაციის ავტორი 0:4 იყო ჩამორჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის წინ, მაკლეოდის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი იყო - ათასი ერთთან.

1/16 ფინალი
კარტერი-დოტი 7:10
დეი-გოდუნი 4:10
ტრამპი-მაკლეოდი 8:10
რობერტსონი-საენგჰამი 10:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული