კონორ მაკგრეგორი მილიარდს ელოდება

AutoSharing Option
შერეული სტილის (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მისი ბრძოლა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ მოგებას მოიტანს.

"ვაპირებ მივიღო საკრივო ლიცენზია ლას ვეგასში. ამის შემდეგ ვნახოთ, რას იზამს მეივეზერი. მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა მაკგრეგორმა. ირლანდიელმა დაამატა, რომ ბრძოლა შეიძლება გაიმართოს 2017 წლის დასასრულს ან 2018 წლის დასაწყისში.

"მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე რინგზე უკვე კრივის წესებით გავალ. ვფიქრობ, ფლოიდთან შეხვედრა პირველი მილიარდიანი ბრძოლა იქნება", - ხაზი გაუსვა მაკგრეგორმა.

მეივეზერსა და მაკგრეგორს შორის შესაძლო ბრძოლის შესახებ
ჭორები 2016 წლის მაისში გავრცელდა. ნოემბერში ირლანდიელმა განაცხადა, რომ 100 მილიონი დოლარის მიღება სურს ამერიკელთან ბრძოლის სანაცვლოდ.

28 წლის მაკგრეგორმა MMA-ის წესებით 24 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 21 (18 - ნოკაუტით) და წააგო სამი. ბოლო ბრძოლა მან გასული წლის 20 აგვისტოს ნეიტ დიასთან ჩაატარა და UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - 3 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული