ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც უნგრეთში გაიმართა, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ნადირაძემ დისტანცია 38.323 წამში დაფარა, ხოლო პირველადგილოსანმა ლიტველმა ჰენრიკას ჟუსტაუსასმა - 38.008 წამში.

ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რომელიც შარშან რიოში გაიმართა, ეს ნადირაძის პირველი დიდი წარმატებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"