საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ხათუნა ნარიმანიძის შემდეგ, სლოვენიურ კოპერში მიმდინარე ევროპის ზამთრის ჩემპიონატის ფინალში ჩვენი ქალთა ნაკრებიც გავიდა.

როგორც ვწერდით, "ქართულმა სამაიამ" - ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა, სამივე ხუთეულში შევიდა, შედეგად კი ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა.

თუმცა პლეი ოფი მარცხით დაიწყეს ბოლოადგილოსან ავსტრიასთან - პირველი სეტი 56:58 წააგეს, სამაგიეროდ, მომდევნო სამში დამაჯერებლად იმარჯვეს - 60:56, 58:57; 58:57 და შეხვედრა საერთო ანგარიშით 6:2 მოიგეს.

ნახევარფინალში ჩვენებმა უკრაინის მძლეველი ბელარუსი დაამარცხეს
- 5:3. ქართველები თავიდანვე დაწინაურდნენ, როცა პირველი ორი სეტი მოიგეს - 58:56; 59:57. ამის შემდეგ მესამე წააგეს - 54:57, მაგრამ მეოთხე ფრედ დაასრულეს, 57:57 და ბელარუსებს ანგარიშის გათანაბრების იმედი საბოლოოდ გადაუწურეს.

ფინალში ჩვენები 28 თებერვალს ისვრიან და საჩემპიონო ტიტულს გერმანელებს შეეცილებიან. დღესვე, ტურნირის ბოლო დღეს იასპარეზებს ოქროს მედლისთვის ნარიმანიძეც და ისიც გერმანელს გაეჯიბრება - ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული