მსოფლიოს თასი: მშვილდოსანთა შესანიშნავი შვიდეული

AutoSharing Option
1-6 მაისს ანთალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი, სეზონში ამ რანგის რიგით მეორე შეჯიბრება ტარდება, რომელშიც საქართველოდან ქალთა და ვაჟთა გუნდები გამოვლენ.

ჩვენებურთა კორეელმა მწვრთნელმა ან ჰიუნ სანმა ანთალიაშიც ზუსტად ის შვიდეული წაიყვანა - 4 ქალი და 3 ვაჟი, რომელიც ცოტა ხნის წინ შანხაიში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე გამოვიდა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ნათია ცინცაძე, ირაკლი ქვლივიძე, ლაშა ფხაკაძე და თორნიკე რიჟამაძე.

ანთალიაში 1 მაისს ოფიციალური ვარჯიშის დღეა, საკვალიფიკაციო ეტაპი კი ხვალ
გაიმართება. 2 მაისს გაირკვევა გუნდური ტურნირის პლეი ოფის მონაწილენი, რომლებიც 3 მაისს ისვრიან. 4-ში პლეი ოფებში ინდივიდუალურ პირველობაში გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები. ფინალები კი 6 მაისს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული