ქართველმა მძლეოსნებმა რიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს

AutoSharing Option
ქალაქ ალმაათაში, ყაზახეთის თასის ღია ჩემპიონატზე ქართველმა მძლეოსნებმა - ლაშა თორღვაიძემ (სამმაგი ხტომა) და ბენიკ აბრამიანმა (ბირთვის კვრა) წარმატებით იასპარეზეს და რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს.

ლაშა თორღვაიძე 16.87 მეტრზე გადახტა, ხოლო ბენიკ აბრამიანმა ბირთვი 20.54 მეტრზე ისროლა, რაც საკმარისი გამოდგა სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად. გარდა ამისა, ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ოქროს მედლებიც მოიპოვეს.

ჩვენი მძლეოსნები ალმაათიდან ხვალ, 08.25 საათზე ჩამოფრინდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ბიჭებო!!
kikola
17:51 25-05-2016
0
გილოცავთ!
ვაჟა
16:22 25-05-2016
0

სიახლეები პოპულარული