მძლეოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ამერიკა-დანარჩენი მსოფლიო 13-13

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პორტლენდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი დახურული არენებისთვის.

დისკვალიფიცირებული რუსეთის ნაკრების არყოფნაში, გაილაღა მასპინძელთა გუნდმა. პირველობაზე მედლების 26 კომპლექტი გათამაშდა და ოქროების ნახევარი სწორედ აშშ-ის ნაკრებმა დაისაკუთრა.

ყველა ჩემპიონი
დისციპლინა კაცები ქალები
60 მ ტრეივონ ბრომელი (აშშ) ბარბარა პიერიუ (აშშ)
400 მ პაველ მასლაკი (ჩეხ) ოლუვაკემი ადეკოია (ბაჰ)
800 მ ბორის ბერიანი (აშშ) ფრენსის ნიიონსაბა (ბურ)
1500 მ მეტიუ ცენტროვიჩი (აშშ) სიფან ჰასანი (ჰოლ)
3000 მ იომიფ კეიელჩა (ეთი) გენზებე დიბაბა (ეთი)
60 მ/თარჯრბენი ომარ მაკლეოდი (იამ) ნია ალი (აშშ)
4x400 მ. ესტაფეტა აშშ აშშ
სიგრძეზე ხტომა მარკის დენდი (აშშ) ბრიტნი რისი (აშშ)
სამხტომი ბინ დონგი (ჩინ) იულიმარ
როხანი (ვენ)
სიმაღლეზე ხტომა ჯანმარკო ტამბერი (იტა) ვაშტი კანინგემი (აშშ)
ჭოკით ხტომა რენო ლავილენი (საფ) ჯენიფერ სური (აშშ)
ბირთვის კვრა ტომას უოლში (ზელ) მიშელ კრატერი (აშშ)
შვიდჭიდი ეშტონ იტონი (აშშ) ბრიან ტისენი (კან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული