"ადიდასმა" მძლეოსნობას უარი უთხრა

AutoSharing Option
სპორტული ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა "ადიდასმა" კონტრაქტი გაწყვიტა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან, რისი მიზეზიც ბოლოდროინდელი დოპინგ-სკანდლები გახდა. ხელშეკრულების გაუქმება მის ამოწურვამდე ოთხი წლით ადრე მოხდა.

არც "ადიდასსა" და არც საერთაშორისო ფედერაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. კომპანიის გადაწყვეტილებით, მძლეოსნობის ფედერაცია რამდენიმე ათეულ მილიონ ამერიკელ დოლარს დაკარგავს.

ეს კონტრაქტი 2008 წელს, 11 წლის ვადით გაფორმდა. ხელმოწერის მომენტში გამოცხადდა, რომ მისი ღირებულება 33 მილიონს შეადგენს, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ რეალური თანხა გაცილებით მაღალი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა საერთაშორისო ფედერაცია კონტრაქტის გაწყვეტას სასამართლოში.
"ადიდასში" მიაჩნიათ, რომ თუ თანამშრომლობა გაგრძელდება, არსებობს ძალიან დიდი რისკი - ბრენდის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული