უსაინ ბოლტს გამოწვევა ესროლეს

AutoSharing Option
პლანეტის საუკეთესო სპრინტერმა, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა უცნაური გამოწვევა მიიღო. 5 000 და 10 000 მეტრ დისტანციებზე ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ბრიტანელმა მო ფარამ ბოლტთან სირბილში გაჯიბრება გადაწყვიტა. დისტანციის სიგრძეს მძლეოსნობის გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის შედეგად შეარჩევენ, ამ უჩვეულო გარბენიდან მიღებულ შემოსავალს კი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

"უსაინ, მზად ხარ ამისთვის?", - ტელევიზიის მეშვეობით დასვა კითხვა ფარამ.
პასუხმაც არ დააყოვნა: ბოლტი მზად არის ამგვარი გამოწვევისთვის.

"ეს ყველაფერი ძალიან სახალისო ჩანს. მესმის, რომ ეს გარბენი, შესაძლოა, მომქანცველი გამოვიდეს, მაგრამ კეთილი საქმისთვის ყველაფერზე წავა ადამიანი", -
განაცხადა ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

როდის, სად და რა დისტანციაზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს პლანეტის საუკეთესო სპრინტერი და სტაიერი, ჯერჯერობით არ არის გარკვეული.

ცხრა ჩემპიონით მოსკოვში
ცნობილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა. ათლეტების სია ამერიკის მძლეოსნობის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების ცხრა წარმომადგენელს მოუწევს 2011 წელს მოპოვებული ტიტულის დაცვა. ესენი არიან: ჯეისონ რიჩარდსონი (110 მეტრი თარჯრბენი), კრისტიან ტეილორი (სამხტომი), ჯეს უილიამსი (სიმაღლეზე ხტომა), დუაიტ ფილიპსი (სიგრძეზე ხტომა), ტრეი ჰარდი (ათჭიდი), კარმელიტა ჯეტერი (100 მეტრი), ჯენი სიმპსონი (1500 მეტრი), ლაშინდა დემუსი (400 მეტრი თარჯრბენი) და ბრიტნი რიზი (სიგრძეზე ხტომა).

გარდა ამისა, აშშ-ის ნაკრებში მსოფლიოს რეკორდის ხუთი მფლობელი ირიცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია დასრულდა, წინ მოსკოვია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული