101 წლის მარათონელი პენსიაზე გავიდა

AutoSharing Option
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა მარათონელმა, ინდური წარმოშობის ბრიტანელმა ფაუჯ სინგხმა კარიერა დაასრულა. კვირას მან მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგის მარათონში, თუმცა მხოლოდ 10 კილომეტრი ირბინა და ამ დისტანციის დაფარვას საათი, 32 წუთი და 28 წამი მოანდომა. უნდა აღინიშნოს, რომ სინგხი პირველ აპრილს 102 წლის გახდება.

"გარბენის დროს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ, როგორც კი გავჩერდი, დაღლილობა ვიგრძენი", - განაცხადა მორბენალმა.

სინგხი მარათონით 89 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მეუღლე და შვილი მოუკვდა. მან ცხრა მარათონში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და
ტორონტოს მარათონები. 2003 წელს სინგხმა კანადაში რეკორდი დაამყარა თავის ასაკობრივ კატეგორიაში, როცა 42 კილომეტრი 5 საათსა და 40 წუთში დაფარა.

2011 წელს სინგხი "გინესის" რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველა ასაკოვანი მარათონელი - მან 100 წლის ასაკში სრული მარათონული დისტანცია 8 საათში, 25 წუთსა და 17 წამში გაირბინა, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ეს რეკორდი არ დაფიქსირდა, რადგან სინგხმა ვერ შეძლო დაბადების მოწმობის წარმოდგენა.

გარდა ამისა, ფაუჯ სინგხს მონაწილეობა აქვს მიღებული ათენისა და ლონდონის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტებში. მას კონტრაქტი აკავშირებს კომპანია "ადიდასთან". ის აწარმოებს სპორტულ ფეხსაცმელებს, რომელიც ყველაზე ასაკოვანი მარათონელის სახელს ატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული