ფლოიდ მეივეზერი მილიარდზე დაბრუნდება?

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა (49-0, 26KO) კომენტარი გაუკეთა რინგზე შესაძლო დაბრუნებას. კერძოდ, ამერიკელმა არ გამორიცხა კარიერის განახლება.

მეივეზერი ვაშინგტონში, კრივის საღამოს დროს შეხვდა ჟურნალისტებს, სადაც პრომოუტერის რანგში გამოცხადდა. კარიერის სავარაუდო განახლების შესახებ კითხვაზე, ფლოიდმა ასე უპასუხა:

"დღეს მე ბედნიერი ვარ კრივის ამ მხარეს ყოფნით, კერძოდ იმით, რომ ახალგაზრდა მოკრივეებს კარიერის განვითარებაში ვეხმარები. თუმცა მქონდა კონტაქტი ტელეკომპანიებთან - CBS-თან და Showtime-თან და უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ - ისინი დაბრუნებისთვის გიჟურ თანხას მთავაზობენ, ლაპარაკია ცხრანიშნა რიცხვზე. რეალურად არ ვიცით რა იქნება, თუმცა
გავიმეორებ, რომ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ახლა ვაკეთებ".

ფლოიდის რინგზე დაბრუნების პირობა მხოლოდ ცხრანიშნა თანხა არ არის, არამედ პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობა. გარდა ამისა, მეივეზერს ქვეცნობიერად სურს ლეგენდარული როკი მარჩიანოს რეკორდის (49 მოგება - 0 წაგება) დამხობა. ამერიკელი მხოლოდ ამ რეკორდის თანამფლობელი გახლავთ.

მეივეზერის სავარაუდო მეტოქეების განხილვისას, ვეტერანი პრაქტიკულად გამორიცხავს ყაზახ გოლოვკინთან ჩხუბს - გაბარიტებში დიდი სხვაობის გამო. ასევე მისთვის საინტერესო არ არის ბრძოლა თურმანი-პორტერის წყვილში გამარჯვებულთან. დაბრუნების შემთხვევაში, ყველაზე რეალურ მოწინააღმდეგედ მოსჩანს კიდევ ერთი დაუმარცხებელი მოკრივე დენი გარსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული