ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლა ბოლო იქნება

AutoSharing Option
ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის სიტყვები მოჰყავს ვებგვერდ Fightingnews.com-ს.

"კრივი მომბეზრდა. აღარ დამრჩა ამ სპორტში დარჩენისთვის მოტივაცია. მომდევნო ბრძოლას ჩავატარებ, ჩემს ფულს ავიღებ და რინგზე აღარასოდეს გავალ. არასოდეს შევალ სპორტდარბაზში სავარჯიშოდ. შეხედეთ, როგორი მსუქანი მამა მყავს, ასეთები არიან ჩემი ძმებიც. და მეც ასეთი გავხდები ბოლო ბრძოლის შემდეგ", - განაცხადა ფიურიმ.

უფრო ადრე, კერძოდ კი 28 აპრილს, ფიურიმ ჟურნალ
ისტებს უთხრა, რომ კლიჩკოსთან ბრძოლის შემდეგ, ბრიტანეთის დატოვებას აპირებს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს გადაბარგებას ბოშების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო, რასაც სადედოფლოში აქვს ადგილი.

კლიჩკოსა და ფიურის რიგით მეორე ბრძოლა 9 ივლისს, მანჩესტერში გაიმართება. მათი პირველი შეხვედრა დიუსელდორფში 2015 წლის 28 ნოემბერს შედგა და ფიურიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო უკრაინელს, რითაც მას სამი საჩემპიონო ქამარი (IBF, WBA, WBO) ჩამოართვა.

27 წლის ფიურის კარიერაში 25-დან ყველა ბრძოლა აქვს მოგებული, მათ შორის, 18 - ნოკაუტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაიკ ტაისონის შემდეგ არცერთი ნამდვილი აბსოლუტური ჩემპიონი არ ყოფილა. ტიპს კრივი ეზიზღება და ჩემპიონი ქვია.
aleksandre
19:49 03-05-2016
0

სიახლეები პოპულარული