მენი პაკიაო ფილიპინების სენატს უმიზნებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ფილიპინელი მენი პაკიაო პოლიტიკოსის კარიერის გაგრძელებას აპირებს. მან გამოაცხადა, რომ 2016 წელს, ფილიპინების სენატის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"ოფიციალურად ვაცხადებ სენატის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ. ვაპირებ, უფრო მაღალი თანამდებობა მივიღო", - განაცხადა პაკიაომ.

მენი 2010 წლიდან კონგრესმენია. ის ფილიპინების ლიბერალურ პარტიას წარმოადგენს. სენატის არჩევნები 2016 წლის მაისში გაიმართება.

მენი პაკიაო ზედიზედ მეხუთე წელია ერთადერთ მილიარდერად რჩება ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატაში. ამასწინ გამოქვეყნებულ დეპუტატთა ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, 36 წლის პაკიაოს ქონება 2014 წლისთვის 1.69 მილიარდ ფილიპინურ პესოდ
(38 მილიონი დოლარი) იყო შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული