ეს სიამოვნება მას 4,8 მილიონი დოლარი დაუჯდა

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა პირველად წარმოადგინა თავისი ახალი მანქანა - შვედური სუპერკარი Koenigsegg CCXR Trevita, რომლის ძარა ალმასებით არის დაფარული.

"ჩემი ავტომობილი ძალიან მდიდარი ადამიანებისთვისაა. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მოდიფიკაციის ერთადერთი მანქანა", - დაწერა თავის "ინსტაგრამზე" მოკრივემ. ამერიკელმა ასევე გაამხილა, რომ ეს სიამოვნება 4.8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

სულ გამოშვებულია სამი ცალი Koenigsegg CCXR Trevita. მანქანა დაბალი წონისაა (1.3 ტონაზე ნაკლები) და შეუძლია მუშაობა ბენზინისა და ეთანოლის ნაზავზე. მაქსიმალური სიჩქარე საათში 402 კილომეტრს შეადგენს.

ამ სუპერკარმა
შეავსო მეივეზერის ავტომობილების კოლექცია. Koenigsegg-ის გარდა, ამერიკელის ავტოფარეხშია Bugatti-ს სამი სპორტული მანქანა, საერთო ღირებულებით - 6.2 მილიონი დოლარი, Ferrari Enzo, Rolls-Royce Wraith და Phantom, Bentley Continental Flying Spur, Mercedes-Benz-ის რამდენიმე მოდელი. მოკრივე "ინსტაგრამში" ხშირად აწყობს გამოკითხვებს - რომელი ავტოთი იმგზავროს კონკრეტულ დღეს.

ჟურნალმა "ფორბსმა" მეივეზერი ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა. 2015 წელს, ფილიპინელ მენი პაკიაოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ფლოიდმა 280 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული