ვლადიმირ კლიჩკო კონკურენტებს ასახელებს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ BBC-თან კომენტარში თავისი მთავარი კონკურენტები დაასახელა.

"ბრიტანელი ენტონი ჯოშუა - ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სუპერმძიმეწონოსანია. თუ ის ასევე გააგრძელებ გამოსვლას, როგორც ამას ახლა აკეთებს, ისტორიაში შევა. მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტია - ფინელი რობერტ ჰელენიუსი", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინელის თქმით, მასთან ბრძოლა ასევე შეუძლია რამდენიმე ახალგაზრდა მოკრივეს, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან, მაგრამ კარგი რეიტინგი გააჩნიათ. მათი სახელები კლიჩკოს არ დაუზუსტებია.

მსოფლიოს ჩემპიონს ადრეც არაერთხელ შეუქია ბრიტანელი ენტონი ჯოშუა, ერთ-ერთ
ინტერვიუში კი მას "კრივის პოტენციური დიდი ვარსკვლავი" უწოდა. ჯოშუა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია, პროფესიულ რინგზე 13 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში ნოკაუტით მოიგო.

ჰელენიუსი 31 წლისაა. ფლობდა Inter-Continental-ის ტიტულებს WBO-სა და WBA-ის ვერსიებით. მის ანგარიშზეა 21 მოგება (13 -ნოკაუტით). 2011 წელს, ბრიტანელი დერეკ ჩისორას დამარცხების შემდეგ, სამედიცინო მონაცემების საფუძველზე 11 თვით შეწყვიტა პროფესიული კარიერა, რის გამოც ყველა ტიტული ჩამოერთვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული