მენი პაკიაო გაისად დაბრუნდება

AutoSharing Option
ფლოიდ მეივეზერთან გამართული "საუკუნის ბრძოლის" შემდეგ, ფილიპინელმა მენი პაკიაომ ტრავმირებულ მხარზე ოპერაცია გადაიტანა. მაშინ ექიმებმა მოკრივეს განუცხადეს, რომ შეუძლია რინგზე გასვლა დაახლოებით ერთი წლით დაივიწყოს. და მართლაც, ორი დღის წინ გამოცხადდა, რომ ფილიპინელი 2016 წლის გაზაფხულზე დაბრუნდება რინგზე და განაახლებს კარიერას, - ამ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

"მას ისევ ძალიან უყვარს კრივი და ვფიქრობ, კარიერის ბოლომდე ორ ბრძოლას მაინც ჩაატარებს. რევანში ფლოდთან? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია", - განაცხადა მენის მწვრთნელმა ფრედი როუჩმა.

შეგახსენებთ, რომ პაკიაომ მეივეზერთან მსაჯების ერთსულოვანი
გადაწყვეტილებით წააგო. ბრძოლის შემდეგ 36 წლის ფილიპინელმა განაცხადა, რომ რინგზე ტრავმირებული გავიდა.

* * *
ამასობაში, კრივის მსოფლიოს ორგანიზაციამ (WBO) გადაწყვიტა ნახევრადსაშუალო წონაში (66.7 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვას ფლოიდ მეივეზერს, - წერს ESPN.

ორგანიზაციის წესებით, მოკრივეს არ შეუძლია ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე საჩემპიონო ტიტულს სხვადასხვა წონით კატეგორიაში. საშუალო წონაში WBO-ის ტიტულის გარდა, მეივეზერი ასევე ფლობს მსოფლიოს საკრივო საბჭოსა (WBC) და მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) საჩემპიონო ქამრებს პირველ საშუალო წონაში (69.85 კგ).

WBO დღეიდან ოფიციალურად ჩამოართმევს ტიტულს მეივეზერს და მას მეორე ამერიკელ მოკრივეს ტიმოტი ბრედლის გადასცემს.

პაკიაოს დამარცხების შემდეგ, მეივეზერი გეგმავდა ყველა საჩემპიონო ტიტულზე უარის თქმას, მაგრამ გადაიფიქრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული