ფლოიდ მეივეზერმა მენი პაკიაო დაამარცხა

AutoSharing Option
3 მაისს ლას ვეგასში საშუალო წონაში WBA-ს, WBC-სა და WBO-ს საჩემპიონო ტიტულებისთვის ბრძოლა მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის შორის გაიმართა.

მეივეზერმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა - 116:112, 116:112, 118:110.

ბრძოლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ფლოიდი რინგზე უფრო ეფექტურად მოქმედებდა.

მეივეზერის 435 დარტყმიდან მიზანს 148-მ უწია. პაკიაოს 429 დარტყმიდან კი მიზანში 81 მოხვდა.

Sportall.Geბრძოლის შემდეგ ორი მოკრივემ კომენტარი გააკეთა.

"ეს დიდებული ბრძოლა იყო, საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ. აღფთოვანებული ვარ მენით. ის ერთ-ერთი ყველაზე დიადი მოკრივეა და დღეს მან ეს ყველას დაუმტკიცა", -
თქვა მეივეზერმა.

პაკიაო კი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაკვირვებული იყო.

"ეს კარგი დაპირისპირება იყო და მეგონა, რომ მოვიგე. მეივეზერს არაფერი გაუკეთებია გამარჯვებისთვის. ის მთელი ბრძოლა დისტანციაზე ფიქრობდა, მე კი სულ ვუტევდი", - თქვა პაკიაომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯების დედაც...
თემურ
20:57 03-05-2015
0

სიახლეები პოპულარული