სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
"ციხეში მოდიან ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?"
AutoSharing Option
13:00 10-07-2017
8 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის დროებითი ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის ნაცვლად ამ თარიღს აშშ-ის ფედერალური საპატიმროს საკანში შეხვდა.

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ივნისის დასაწყისში JFK-ის აეროპორტში დააკავეს და რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობას ედავებიან.

"ჩაქუჩა" დარწმუნებულია, რომ მალე გაამართლებენ და სანდერსსაც აუცილებლად დაამარცხებს.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფედერალურ ციხეში მყოფ ქართველ მსოფლიო ჩემპიონთან, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

- მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ფაქტობრივად, არავინ მყავს და არის საშიშროება, ჩემი კავშირების მქონე კაცმა ადვილად მოახერხოს ქვეყნიდან წასვლა. ამიტომ 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ...

- წაგიყენეს?
- 38 დღეა გასული (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ივლისს - ავტ.), მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!

- დღეში ორი საათი სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიცი, აქედან გასვლის შემდეგ ბევრი მოინდომებს ჩემთან ბრძოლას! თუ საჭირო გახდა, მწვრთნელსაც შემოვიყვან, რადგან კონტრაქტიც მაქვს და მენეჯერებიც მყავს.

- პატიმრები გიცნობენ? იციან შენი ჩემპიონობის ამბავი?
- მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ. ერთად ვვარჯიშობთ... მოკლედ, ყველაფერი გიამბეთ, ამერიკის ციხიდან ჩაგაბარეთ აღსარება.

ინტერვიუს ვრცელი ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავტორი: რატი შელეგია
სიმართლეს
12:49 12-07-2017
მოუწოდებს კინორეჟისორებმა დროა ფილმი გადაიღონო.ადრე გაგონილი მაქ თვითონ აფინანსებდა ვიღაცას კინო რომ გადაეღოთ მაგაზე მარა მერე რა ბედი ეწვია იმ ფილს აღარ მსმენია.
სიმართლე
11:48 12-07-2017
ნეტა ბოიკას პონტში არ გადაიღებენ კინოოს? ეკუთვნის ამ კაცს ერთი კინო, მარა იმას მაფია არ ევასებოდა ერთი ეგ სხვაობაა.