ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი: უმედლოდ, მაგრამ ორი ლიცენზიით

AutoSharing Option
ხარკოვში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ჩვენებისთვის ეს შეჯიბრება გუშინ, 21 ივნისს დასრულდა. რვა სპორტსმენიდან მხოლოდ ორმა მოიპოვა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება, საიდანაც მედლამდე ხელის გაწვდენაღა იყო დარჩენილი, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი გუშინ პავლო იშჩენკოსთან (ისრაელი) დამარცხდა, ხოლო 81 კილოში იაგო კიზირიამ იტალიელ ვალენტინო მანფრედინიასთან წააგო.

მიუხედავად ამისა, ორივე მოკრივემ მეოთხედფინალში გასვლით 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ ლიცენზია მოიპოვა. ამ შეჯიბრებას კი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გერმანიის ქალაქი ჰამბურგი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიზირია მგელია
გელა
14:31 13-07-2017
0
ჩვენმა მოკრივეებმა აშკარად დაჯაბნეს თავიანთი მეტოქეები, მაგრამ მსაჯებმა დაგვჯაბნეს! ეს იყო ჩვენი ქვეყნის სრული უპატივცემულობა და ის რომ კრივის სამყაროში ავტორიტეტი არ გვაქვს. ამ ბრძოლის ვიდეობი გამქრალია. იუთუბზე ყველა დღის ვიდეოები დევს გარდა 21 ივნისისა.
გრიშა
12:54 23-06-2017
0

სიახლეები პოპულარული