დიდი ბრძოლა ცალმხრივად გაფორმებულია

AutoSharing Option
ათწლეულის მთავარ ბრძოლამდე სულ ცოტაა დარჩენილი. ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ხელი მოაწერა ამერიკელ მოკრივესთან ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლაზე.

"ჩემთვის დიდი პატივია - ხელი მოვაწერო სარეკორდო ხელშეკრულებას ჩემს პარტნიორებთან ერთად.

ამ ისტორიული ხელშეკრულების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალურად არის ხელმოწერილი. ვულოცავ ყველა მონაწილეს. ახლა, ველოდებით ხელმოწერას ფლოიდ მეივეზერისგან და მისი გუნდისგან", - განაცხადა ირლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა კრივის წესებით გაიმართება და სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება. ადრე UFC-ის პრეზიდენტმა დუეინ უაიტმა განაცხადა, რომ მაკგრეგორი 2017 წელს ორი ბრძოლის გამართვას აპირებს.

ამ ფაქტს უკვე
გამოეხმაურა ფლოიდ მეივეზერი. მან თქვა, რომ მზად არის განაახლოს კარიერა ერთადერთი მიზნით - ბრძოლა გამართოს UFC-ის ჩემპიონთან კონორ მაკგრეგორთან.

"არსებობს მხოლოდ ერთი ბრძოლა, რომელიც ბიზნესის მხრივ მაინტერესებს. დავბრუნდები რინგზე, რადგან ბიზნესმენი ვარ და მინდა სამყაროს მივცე ის, რისი ნახვაც სურს. მაკგრეგორი მებრძოლია და მეც. ამ ბრძოლის ნახვა სურთ MMA-ისა და კრივის ფანებს", - განაცხადა Boxing Scene-სთან კომენტარში მეივეზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული