რას მოიფიქრებს ვლადიმირ კლიჩკო?

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო უახლოეს თვეში ჩამოყალიბდება კარიერის გაგრძელების საკითხზე. ამის შესახებ BoxingNews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა უკრაინელი მებრძოლის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ.

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ის აბსოლუტურად იმედგაცრუებული იყო გასახდელში ჯოშუასთან ბრძოლის შემდეგ.

ახლა ის უკეთ გრძნობს თავს, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ფლორიდაშია და მალე მიიღებს გადაწყვეტილებას - დაბრუნდეს რინგზე თუ არა. ეს ივნისზე გვიან არ მოხდება. მისი შემდეგი ნაბიჯი იქნება მატჩ-რევანში ჯოშუასთან ან კარიერის დასრულება.

მან იცის, რომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ასევე იცის, რომ
შეუძლია მოუგოს ენტონი ჯოშუას. ერთი ან ორი დარტყმა მეექვსე ან მეშვიდე რაუნდებში და ვლადიმირი იმ ბრძოლას მოიგებდა.

კლიჩკო განიხილავს კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. მას სურს გაიგოს - არის თუ არა მზად ისევ სამთვიანი დაძაბული ვარჯიშებისთვის, რათა ბრძოლამდე იმ ფორმაში მივიდეს, როგორიც "უემბლიზე" ჰქონდა.

გასაოცარი იყო, როცა ვლადიმირი მეხუთე რაუნდში რინგიდან წამოდგა, და ასევე გასაოცარი იყო, რომ ჯოშუამ გააგრძელა ბრძოლა მეექვსე რაუნდში. როცა ყველამ ერთად სტადიონი დავტოვეთ, ვიცოდით, რომ სუპერმძიმე კატეგორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩხუბი ვიხილეთ. გამახსენდა ევანდერ ჰოლიფილდისა და რიდიკ ბოუს ბრძოლა. მათ სამი შერკინება ჰქონდათ. რატომ არ შეიძლება კლიჩკომაც და ჯოშუამაც მოაწყონ ტრილოგია", - განაცხადა ბენტემ.

29 აპრილს, ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ ნოკაუტით დაამარცხა ვლადიმირ კლიჩკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული