უსაინ ბოლტი - TOP50-ში 20 გოლით

AutoSharing Option
სპრინტის მეფეს უსაინ ბოლტს ისევ არ ასვენებს ძველი ოცნება - გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი.

"მინდა მოვხვდე 50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეგულარულად მომეცემა თამაშის საშუალება. მინდა ვიყო თავდამსხმელი, რომელსაც სეზონში მინიმუმ 20 გოლი გააქვს.

მიყვარს სპორტის ეს სახეობა და ასეთი აზრი უკვე დიდი ხანია არ მასვენებს. ბოლო რამდენიმე თვეა მქონდა მოლაპარაკებები კლუბებთან, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია. ვნახოთ რა იქნება.

ფეხბურთი ფიზიკურად ძალიან რთული სახეობაა. ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებ ოთხი წელი კარგ დონეზე თამაშს", - განაცხადა
ბოლტმა.

რბენაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არა ერთხელ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყებს.

2016 წელს, ბოლტმა რამდენიმე ვარჯიში გამართა დორტმუნდის "ბორუსიაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოდი საქართველოში სირბილს მაინც ასწავლი ჩვენებს :)
არჩილი
22:53 07-05-2017
0

სიახლეები პოპულარული