მექსიკური დერბი ლას ვეგასში

AutoSharing Option
გასული უქმეების მთავარ ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა. არასატიტულო ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მექსიკელი მოკრივეები - საულ ალვარესი და ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსი.

ალვარესი მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინირებდა და სამივე მსაჯმა გადაწყვიტა, რომ მან 12-ივე რაუნდში აჯობა მეტოქეს - 120:108, 120:108, 120:108.

ბრძოლის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ამა წლის 16 სექტემბერს რინგზე შეხვდებიან საულ ალვარესი (49-1-1, 34 KO) და ყაზახი გენადი გოლოვკინი (37-0, 33 KO). ამ ბრძოლაში გათამაშდება საშუალო წონაში IBF-ის, WBA-ის, WBC-სა და IBO-ის ტიტულები, რომლებიც გოლოვკინის მფლობელობაშია.

უაილდერმა ჯოშუა გამოიწვია
ამერიკელმა მძიმეწონოსანმა, WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა გამოწვევა ესროლა ბრიტანელ ენტონი ჯოშუას, რომელმაც 29 აპრილს, ლონდონის "უემბლიზე" ტექნიკური ნოკაუტით მოუგო ვლადიმირ კლიჩკოს.

"ჯოშუა ის მეტოქეა, რომელთან ჩხუბიც მინდა. სისხლი მიდუღს. ჩვენ ფსონად საჩემპიონო ქამრებს ჩამოვალთ. ვნახოთ, ვინ გამოვა სუფთა ბრძოლის შემდეგ დამგდარი კვალიდან. გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერი გამომივა", - განაცხადა უაილდერმა.

ორივე მოკრივე პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელია - 27 წლის ბრიტანელს 19-დან 19 მოგება აქვს (19 ნოკაუტით), 31 წლის ამერიკელს - 38-დან 38 მოგება (37 ნოკაუტით). კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, ჯოშუას მფლობელობაშია WBA-ის, IBF-სა და IBO-ის ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული