ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს, ინგლისის ქალაქ ლესტერში ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ ბრიტანელი ტომი ლენგფორდში ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ხურციძე თავიდანვე აქტიურობდა. ქართველის აქტიურობამ შედეგი მეხუთე რაუნდში გამოიღო, როცა მან ლენგფორდს ნოკაუტით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ლენგფორდისთვის ეს პირველი მარცხია კარიერაში. მანამდე მან 18-ჯერ მოიგო.

37 წლის ხურციძისთვის კი ეს კარიერაში 33-ე გამარჯვებაა. მის ანგარიშზე ასევე 2 ფრე და 2 მარცხია.

ახლა ხურციძე ვალდებულია WBO-ს სრულფასოვან ჩემპიონ ჯო სონდერს შეხვდეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უვარგისი როგორ არი ტო ))))) 18-0 ქონდა სანამ ავთოს შეხვდებოდა. თან თვითონ არ ირჩევს სავალდებულო უნდა ეჩხუბა სანდერსთან და იმან თავი აარიდა და ლანგფორდს დააჯახა ფრენკ ვარენმა სანდერსის პრომოუტერმა. უნდოდათ რო ამას 12 რაუნდი გაეძლო რამენაირად და მე ლანგფორდი იქნებოდა ნომერ პირველი პრეტენდენტი ბილი ჯო სანდერსისთვის . ავთომ აურია კიდევ ერთხელ ბრიტანელებბს გეგმები. წარმატებები ავთო სანდერსთან, 8 რაუნდში ნოკაუტი)).
0
ესეტ უვარგისებთან რატომ აჩხუბებენ
გული რომ გაუზარდონ...?
vova
13:57 27-04-2017
0

სიახლეები პოპულარული